ადვოკატთა ასოციაციაში ახლადგაწევრიანებულ ადვოკატებთან შეხვედრა გაიმართა

17 იანვარი 2017

17 იანვარს, საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის სასწავლო ცენტრის საკონფერენციო დარბაზში, ახლადგაწევრიანებულ ადვოკატებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი უძღვებოდა.

ადვოკატებმა მოისმინეს ინფორმაცია ადვოკატთა ასოციაციის მიმდინარე პროექტების, სასწავლო ცენტრის საქმიანობის შესახებ. დიდი ინტერესი გამოიწვია ადვოკატის სკოლის, ადვოკატის ინსტიტუციური დაცვის და ადვოკატის პროფესიის რეგულაციების გაცნობამ.

ზაზა ხატიაშვილმა აღნიშნა, რომ ადვოკატთა ასოციაციისთვის პრიორიტეტული იქნება ახალგაწევრიანებული ადვოკატების დახმარება და ხელშეწყობა სამომავლო კარიერული წინსვლისთვის.

შეხვედრას  ესწრებოდნენ ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი მდივანი ინგა ნებიერიძე, საერთაშორისო მდივანი დავით ასათიანი და აღმასრულებელი საბჭოს წევრი ირაკლი ყანდაშვილი.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი